მამუკა მდინარაძე: ოპონენტები ჯერჯერობით თავიანთ კანდიდატებს ვერ ასახელებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ჯერჯერობით თავიანთ კანდიდატებს ვერ ასახელებენ.

„სტრატეგია არ შეიძლება იყოს ის, რაც აპრიორში თავიდანვე არის წამგებიანი, როდესაც რომელიმე პარტია, ამ შემთხვევაში ჩვენზე ან სხვაზე არ არის საუბარი, ეს ზოგადად მთელ მსოფლიოში ასეა, დიდი დროით ასწრებს კანდიდატების დასახელებას და ამას ახერხებს, ვიდრე სხვა პარტიები, ეს მას გარკვეულ ფორას აძლევს. ჩვენი ოპონენტები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ თავიანთ კანდიდატებს, მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა კანდიდატი, ისიც მხოლოდ მერობის, სხვაგან მათ არცერთი კანდიდატი დასახელებული არ ჰყავთ, ეს რაღაც შიდა ბრძოლის გამოა თუ იმის გამო, რომ ადამიანური რესურსი არ ჰყავთ ან რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, რომ საარჩევო კამპანიის ოფიციალურად დაწყების მიუხედავადაც კი ვერ ახერხებენ ამას. ჩვენ, ეს, რა თქმა უნდა, ფორას გვაძლევს და ამის გარეშეც დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვებულები ვართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები