მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის თანახმად 2024 წელს ჩატარდება.

„რიგგარეშე არჩევნები გამორიცხული იყო იმ შემთხვევაშიც, თუ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებული არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ შეუძლებელია ვიფიქროთ 43%-ზე დაბალი მივიღოთ, ამ შემთხვევაში მითუმეტეს გამორიცხულია, როდესაც არაფერ შუაში არ არის თვითმმართველობის არჩევნები იმ არჩევნებთან, რომელიც თქვენთვის შეიძლება სასურველი იყოს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით კონსტიტუციის ჩარჩოში ჩაჯდომაზე, სწორი დემოკრატიის დამკვიდრებაზე და ანულირებაზე, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ ამას ვგულისხმობდით. ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე წავედით და მეორე მხრიდან, როდესაც კომპრომისები ვერ ვნახეთ და ვერც ამ დადებული კომპრომისების აღსრულება, ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ არ უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმული საპარლამენტო არჩევნების ბედი. ამ ქვეყანაში 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, როგორც ეს კონსტიტუციით არის გაწერილი. თვითმმართველობის არჩევნებზე დამოკიდებული იქნება მხოლოდ ის თუ ვინ იქნებიან მერები და საკრებულოს წევრები”,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები