მამუკა მდინარაძე: ვაპირებთ, საჯარო მოსამსახურეებს, განსაკუთრებით დაბალ რგოლს გავუზარდოთ ხელფასი იმისთვის, რომ ელემენტარული მოტივაცია ჰქონდეთ

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, რომ ეკონომიკური ზრდისა და მთლიანი მშპ-ს ზრდის პარალელურად უნდა გაიზარდოს საჯარო მოხელეების ანაზღაურება, განსაკუთრებით ეს ეხება დაბალ რგოლს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტეებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ხელფასი ელემენტარულ კონკურენციასაც კი უწევს კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასებს.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომით და ეს გუშინ არ გახმოვანებულა, ვაპირებთ, რომ საჯარო მოსამსახურეებს, განსაკუთრებით დაბალ რგოლს გავუზარდოთ ხელფასი იმისთვის, რომ ელემენტარული მოტივაცია ჰქონდეთ და კერძო სექტორს მათმა პოზიციებმა ამ კუთხითაც გაუწიოს კონკურენცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები