მიხეილ სარჯველაძე: კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა შინაარსობრივად დატვირთული, მნიშვნელოვანი პროცესი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა შინაარსობრივად დატვირთული, მნიშვნელოვანი პროცესი იქნება.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღებული გადაწყვეტილება სწორი და მართებული იყოს.

„კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა შინაარსობრივად დატვირთული, მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. ჩვენ ყველა აუცილებელი ინფორმაცია უნდა მივიღოთ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღებული გადაწყვეტილება სწორი და მართებული იყოს. აქედან გამომდინარე, წინასწარ გადაწყვეტილებაზე საუბარი არამართებულია. ეს განხილვის პროცესის დაკნინებაა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები