მიხეილ სარჯველაძე: აუცილებელია, რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს საარჩევნო გარემო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე საარჩევნო გარემოს უსაფრთხოება აუცილებელია.

მისივე თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეკისრებათ.

„პანდემიის პირობებმა ცხოვრების ყველა სფეროზე იქონია გავლენა. ყველაფერზე, ნებისმიერი უფლების განხორციელებაზე და ადამიანის თავისუფლებაზე, ეს საზოგადოდ პრობლემატურია. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი არც საარჩევნო სფერო. აუცილებელია, რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს გარემო და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პანდემიის გავრცელების ყოველგვარი რისკი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები