ეკატერინე ტიკარაძე: რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია

“მე არ დავმალავ და ვიტყვი, დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე კამათი, რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, საჭირო, უფრო გონივრული ან დროული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულებაა.

„დღეს ნებისმიერი რეგულაცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეგულაციის დაწესების მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არა მხოლოდ მინისტრისთვის, არის ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება. თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია. ეს არ იქნება 80-90 პროცენტიანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება, ჰქონდეს დაახლოებით 20 პროცენტიანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები