ამირან გამყრელიძე: არჩევნების წინა პერიოდის უსაფრთხოებისთვის ერთიანი სტანდარტი უნდა შემუშავდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არჩევნების წინა პერიოდის უსაფრთხოებისთვის ერთიანი სტანდარტი უნდა შემუშავდეს.

„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლავთ და არის ის, რომ შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი უსაფრთხო არჩევნებთან დაკავშირებით. ქვეყანაში უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი. ამ რეკომენდაციებს ჩვენ ცესკო-ს მივაწვდით, თუ როგორი უნდა იყოს ეს ერთიანი სტანდარტი, რომ წინა საარჩევნო პერიოდი, წინა საარჩევნო კამპანიები, ისევე როგორც არჩევნების დღე, იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები