პროკურატურამ ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ,  ბორჯომში მომხდარი მკვლელობის   ფაქტზე, ა.მ.-ს  ბრალდება  განზრახ მკვლელობის მუხლით  წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.მ.-მ, დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ლ.ნ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რომელიც მიყენებული დაზიანებებით  საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“ა.მ.-ს 2021 წლის 7 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით (განზრახ მკვლელობა),  რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ა.მ.-ს 2021 წლის 8 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები