ცესკო-მ პარტიას “გახარია – საქართველოსთვის” საარჩევნო ნომრად 25 მიანიჭა

პარტიამ “საქართველოსთვის” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება – “გახარია – საქართველოსთვის”.

პარტიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი – 25 მიენიჭა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისად, 2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი –  #25 გახარია – საქართველოსთვის

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები