World Football Cup -ზე დე ფაქტო რესპუბლიკების „საფეხბურთო ნაკრებები“ ითამაშებენ

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების „საფეხბურთო ნაკრებები“ World Football Cup -ზე ითამაშებენ,-ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ლელო“ ავრცელებს. სპორტული გაზეთის ცნობით, წელს არაოფიციალურ მუნდიალს შვედეთი უმასპინძლებს. მათივე ინფორმაციით, ტურნირს ფიფას არაწევრ “ეროვნულ ნაკრებთა” ორგანიზაცია CONIFA ატარებს. ჩემპიონატში სულ 12 გუნდი მონაწილეობს. მათ შორის არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების “ნაკრებები”. ტურნირზე, რომელიც ივნისში გაიმართება, ასევე არამეული სირია, ქურთისტანი, ტამილ ილამი, ზანზიბარი, დარფური, ელანი, კვებეკი, მთიანი ყარაბაღი, პადანია, საპმი და აკვიტანია ითამაშებენ. “ლელოს” ინფორმაციით, ტურნირი ფიფას ეგიდით არ ტარდება და, ბუნებრივია, არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია ამ ნაკრებებს ტურნირში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები