ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა
ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში თვითდინებით შევიდა.
ბორჯომის“ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკური მენეჯერის, ოლიკო ბუაჩიძის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი კლინიკაში კისრისა და მხრის მრავლობითი ჭრილობებით შევიდა და დაზიანებები მას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.როგორც მან განმარტა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაახლოებით 40 წუთში გარდაიცვალა.
„დილის საათებში შუახნის მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა. მას ჰქონდა მრავლობითი ჭრილობები კისრის და მხრის არეში. რა გზით იყო მიყენებული ჭრილობები, დაზუსტებით ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
პაციენტს მაშინვე ჩაუტარდა სარეანიმაციო ღონისძიებები. ჭრილობები იყო მძიმე და სიცოცხლესთან შეუთავსებელი. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ბუაჩიძემ.