მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებების გამო დოკუმენტი იქცა დესტრუქციის განმაპირობებელ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მათ ხელში
“ვფიქრობ, საკმარისი არგუმენტები იყო წარმოდგენილი, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება”,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 19 აპრილის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებების გამო დოკუმენტი იქცა დესტრუქციის განმაპირობებელ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მათ ხელში.
„ოპოზიციის ქმედებები კარგად უნდა გავაანალიზოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას მხარს არ უჭერდა, ემიჯნებოდა და მის განხორციელებას ხელს უშლიდა. როცა პროცესებისგან გარიყული აღმოჩდნენ, რიტორიკა საპირისპირო მიმართულებით შეცვალეს, რაც მათი მხრიდან სწორი დამოკიდებულება არ არის. ვფიქრობ, საკმარისი არგუმენტები იყო წარმოდგენილი, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება. მთავარი მიზეზია ის ფუნქცია, რომელიც ვერ შეასრულა შეთანხმებამ და „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებების გამო დოკუმენტი იქცა დესტრუქციის განმაპირობებელ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მათ ხელში. ჩვენს ქვეყანას დესტრუქცია ყველაზე ნაკლებად ახლა სჭირდება”, – განაცხადა სარჯველაძემ.