ლაშა ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ “ლეიბორისტული პარტიისგან” მერობის კანდიდატობაზე შეთავაზება მიიღო

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველს კანდიდატების მხრივ მრავალფეროვანი არჩევანი უნდა ჰქონდეს – სწორედ, ამიტომ მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

მისივე თქმით, “ლეიბორისტული პარტიისგან” მერობის კანდიდატობაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.

„ლეიბორისტული პარტია“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ეს სწორია, იმიტომ, რომ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანი და მთავარია ერთობლიობაში, ჯამში იქნეს დამარცხებული ივანიშვილის მოძალადე და კორუმპირებული რეჟიმი, ხოლო რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ამ საკითხზე მიდის მსჯელობა, მეც მქონდა შემოთავაზება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს”, – აცხადებს ჩხარტიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები