მიხეილ სარჯველაძე: ევროპული სტრუქტურებისგან მიღებული რეკომენდაციები ყოველთვის მნიშვნელოვანია

“ევროპული სტრუქტურებისგან მიღებული რეკომენდაციები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომელიც უკავშირდება ისეთ რეფორმებს, რაც სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებას უკავშირდებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„შემდგომ რეფორმების შინაარსზე უნდა შევთანხმდეთ და ამ გზით მოგვიწევს კანონმდებლობის და სისტემის გაუმჯობესება. ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმსახურებს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით შემდგომ გაუმჯობესებაზე ფიქრი და კარგია, რომ მსგავსი რეფორმების ინიციატორი შეიძლება იყოს ევროპული სტრუქტურები, ეს გამოხატავს ქვეყნის პროგრესის მხარდაჭერას. ევროკომისიის ანგარიშში თუ ვენეციის კომისიის ის დასკვნა იგულისხმება, რომელიც მათ შორის 19 აპრილის შეთანხმებაში მოხვდა. ვფიქრობ, ჩვენს კანონმდებლობაში სრულად არის იმპლემენტირებული ნორმები რეკომენდაციების შესაბამისად, შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება რა შეიძლება იყოს, ამაზე ალბათ, დავფიქრდებით და შესაბამისად გვექნება სიახლეები და არ იქნება რეფორმებიც დაყოვნებული, თუმცა ის რეკომენდაციები იგულისხმება, რომელზეც 19 აპრილის შეთანხმებაშია ყურადღება გამახვილებული, ვფიქრობ, სრულად და სრულფასოვნად არის შესრულებული რეკომენდაციების ასახვა ჩვენს კანონმდებლობაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები