რატი ბრეგაძე: “ქართული ოცნების” პერიოდში გაკეთდა ყველაზე მეტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე მეტი “ქართული ოცნების” პერიოდში გაკეთდა.
მინისტრმა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადება შეაფასა.
“ნებისმიერ ადამიანს საქართველოში აქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ განცხადებას ევროინტეგრაციასთან მიმართებაში მინდა ვთქვა, რომ სწორედ “ქართული ოცნების” პერიოდში გაკეთდა ყველაზე მეტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ეყოლება როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეებიც და ჩვენ საბედნიეროდ, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში კითხვას, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წაწიოს და არა უკან? ილვესის თქმით, „თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის“.