გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის პოსტი არის ზეპარტიული და გამომდინარე აქედან, ბუნებრივია მას ჰქონდა პოზიცია, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულებულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტი ზეპარტიულია და მას ჰქონდა პოზიცია, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულებულიყო.

“პრეზიდენტის პოსტი არის ზეპარტიული და გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, მას ჰქონდა პოზიცია, რომ ეს შეთანხმება, სადაც თვითონაც ჩართული იყო აქტიურად, რაღაცნაირად ბოლომდე შესრულებულიყო. თუმცა, იქვე მანაც აღნიშნა, რომ ის დესტრუქციული დამოკიდებულება არის მიუღებელი საკუთარი ქვეყნის მიმართ. აქ პოლიტიკურ პარტიებზე აღარ არის საუბარი, რაც აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და რადიკალურ ფრთას”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა – პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები