მიხეილ სარჯველაძე: სანქციების მიზეზი არ არსებობს, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან უსაგნო მცდელობებია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ სანქციების დაწესების მოლოდინი არ აქვს.

მისი თქმით, სანქციების დაწესების მიზეზს ის ვერ ხედავს.

„ოპოზიცია ბევრს საუბრობს, რომ ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ამის გამო სანქციების დაწესება არასოდეს, არსად, არ გამხდარა სანქციების მიზეზი. სანქციების მიზეზი, რაც შეიძლება თეორიულად იყოს, ამ ქვეყანაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან უსაგნო მცდელობებია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები