სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკას აქვეყნებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკას აქვეყნებს. სამოქალაქო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახორციელებს 39 ავიაკომპანია – ორით მეტი ავიაკომპანია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მათივე ცნობით, ფრენები სრულდება 77 მიმართულებით. 2019 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ავიარეისები სრულდებოდა 80 მიმართულებით, შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 96%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 88%-ი.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფრენები ხორციელდება 385-405 სიხშირით კვირაში. 2019 წლის ამ დროს კი, რეისები სრულდებოდა კვირაში 440-460 სიხშირით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები