„ქართული ხმები“ – სპეციალური საკონცერტო პროგრამა სოციალურ სივრცეში
6 აგვისტოს, სოციალურ სივრცეში ლეგენდარული „ქართული ხმები” წარმოადგენს სპეციალურ საკონცერტო პროგრამას, რომელიც ეძღვნება კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 100 წლისთავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საათნახევრიანი პროგრამის პირველი ნაწილი მიეძღვნება ქართული ხალხური მუსიკალური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს – ანსამბლის წევრები კითხვა-პასუხის/პანელურ რეჟიმში მიმოიხილავენ ქართული სასიმღერო კულტურის ტრადიციებს, შემდეგ კი თავად შეასრულებენ აღნიშნულ ნაწარმოებებს.
პროგრამის მეორე ნაწილი კი მიეძღვნება კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს – „ქართული ხმები“ შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის შედევრებს.