იუსტიციის სახლი პრემიუმ მომსახურებისთვის განკუთვნილ სივრცეებს შექმნის

 

იუსტიციის სახლი პრემიუმ მომსახურებისთვის განკუთვნილ სივრცეებს შექმნის.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს უნიკალური მომსახურების სივრცის შექმნას, სადაც ბიზნეს სუბიექტი, მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიღებას, სრულიად განსხვავებული კონცეფციის გარემოში შეძლებს.

“ამ ტიპის სივრცის შექმნის მიზანს, ბიზნესთან დაკავშირებული სერვისების ერთ გარემოში თავმოყრა, სტანდარტიზაცია და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიწოდება წარმოადგენს. აღნიშნული ბიზნეს სექტორს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მიანიჭებს მიიღოს სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა, ჰყავდეს კვალიფიციური მრჩეველი საჯარო უწყებებთან კომუნიკაციისას, რაც დაუზოგავს დროს და რესურსს, ხოლო ურთიერთობას კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიციების შენარჩუნებასა და გამყარებას ბიზნესის დაწყებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდიკატორების კიდევ უფრო გაუმჯობესების თვალსაზრისს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები