იუსტიციის სამინისტრო: დაგეგმილია მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია ერთიანი სახელმწიფო აპლიკაციის შექმნა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია ერთიანი სახელმწიფო აპლიკაციის შექმნა.
მათივე ცნობით, ერთ აპლიკაციაში თავს მოიყრის ელექტრონული სერვისები და მოქალაქეს იუსტიციის სახლის ამა თუ იმ ფილიალში ვიზიტის გარეშე შეეძლება სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მიღება საკუთარი მობილური ტელეფონის გამოყენებით.
“პროექტი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს: დაზოგოს დრო, თავი აარიდოს ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას და სერვისი თანამედროვე ციფრული სტანდარტით, მისთვის მოსახერხებელი ფორმით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს.
მობილური აპლიკაცია იქნება სერვისის მიწოდების იმ უნიკალური პრაქტიკის თანამედროვე და ციფრული გაგრძელება, რომელიც იუსტიციის სახლში ფიზიკური კომუნიკაციის ფორმატში წარმატებით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.