მიხეილ სარჯველაძე: წინასაარჩევნოდ ალბათ, ოპოზიციის მხრიდან გარკვეული გართულებები იქნება

“ჯერჯერობით წინასაარჩევნო კამპანია ვფიქრობ, ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა, ბევრ ოპოზიციონერს აქვს მაინც ისეთი განწყობა, რომ რაღაც უნდა აურიოს, დესტაბილიზაცია შემოიტანოს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს წინასაარჩევნო გარემოზე დრამატულ გავლენას ვერ იქონიებს.

“წინასაარჩევნო კამპანია ახლა დაიწყო და ის მოიკრებს, რა თქმა უნდა, ძალას. ალბათ, უფრო მეტად სექტემბრიდან, თუმცა, აგვისტოშიც ალბათ, არანაკლებ დატვირთული პერიოდი იქნება. ჯერჯერობით წინასაარჩევნო კამპანია ვფიქრობ, ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა, ბევრ ოპოზიციონერს აქვს მაინც ისეთი განწყობა, რომ რაღაც უნდა აურიოს, დესტაბილიზაცია შემოუტანოს, იმის მიუხედავად, რომ ეს საქართველოს ყველაზე ნაკლებად შეიძლება სჭირდებოდეს, ამის გათვალისწინებით ალბათ, გარკვეული გართულებები ოპოზიციის მხრიდან იქნება. თუმცა, არ მგონია, რომ ამან დიდად დრამატული გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო გარემოზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები