ირაკლი კობახიძე: ნ.გ.-ს ზღაპრებზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, როგორც ჩანს, საკუთარი წარსული გაახსენდათ
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით „მთავარის არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“ნ.გ.-ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. როგორც ჩანს, საკუთარი წარსული გაახსენდათ.
არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად მთელ საზოგადოებას. ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს.