მარტვილში ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ დასრულდა.
ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა მარტვილის, აბაშის, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
ფესტივალის გახსნის და დახურვის ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდა.
ღონისძიების ბოლოს ფესტივალის ყველა მონაწილე ანსამბლს დიპლომები გადაეცათ. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფეიერვერკით დაიხურა.