იან კელი: ამ ხელშეკრულების ანულირებით საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება.

“ამ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი ყველა დემოკრატიული პრინციპის ანულირებით, საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს. არასდროსაა გვიანი ამ პრინციპებზე დაბრუნება”, – წერს კელი “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები