გიორგი ვაშაძე დილომატიურ კორპუსს მიმართავს

დადგა დრო, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართულ ოცნებას” თავიდანვე არ ენდობოდნენ.

“მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, პირადად მინდა მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩს: მეგობრებო, როდესაც ამ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს, მთავარი გარანტია, ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა. რაღა თქმა უნდა, ჩვენ “ქართულ ოცნებას” არ ვენდობოდით, იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღესაც განაგრძობენ, მაგრამ თქვენი გარანტიების ქვეშ, ჩვენ მოვაწერეთ ხელი. ამიტომ, დადგა დრო, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით სექტემბერში უნდა იყოს მიღებული, ასევე, 43% -იანი რეფერენდუმი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს,”- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები