ნიკოლოზ მჭედლიშვილი – როცა პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია დოკუმენტის ხელმოწერას, რაღა აზრი ჰქონდა “ქართული ოცნების” მიერ პედანტურად ხელშეკრულების ტექსტის მიყოლას და მის შესრულებაზე მუშაობას

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია. რაღა აზრი ჰქონდა “ქართული ოცნების” მიერ პედანტურად ამ ხელშეკრულების ტექსტის შესრულებაზე მუშაობას? – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
მისი აზრით ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტით გაჩენილი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.
,,როდესაც მოწინააღმდეგეს ოპოზიციიდან არ მოუწერია ხელი შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, მაგრამ შენ გავალდებულებს ამ შეთანხმების შესრულებას.
როდესაც შენ ასრულებ ამ შეთანხმებას, მაგრამ სხვები არად დაგიდევენ არც თავიანთ ხელმოწერას და არც შენს მიერ შესრულებული ვალდებულებები ანაღვლებთ.
როცა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია ამ დოკუმენტის ხელმოწერას. რაღა აზრი ჰქონდა “ქართული ოცნების” მიერ პედანტურად ამ ხელშეკრულების ტექსტის მიყოლას და მის შესრულებაზე მუშაობას?
როცა ამ შეთანხმების გასაფორმებლად მიდიოდა ინტენსიური შეხვედრები პარტიებს შორის დასავლელი ელჩების მონაწილეობით, მაშინ ვთქვი, რომ ოპოზიციის შესვლა პარლამენტში ქართული დემოკრატიისათვის არაფრის მომტანი იქნებოდა, პირიქით, უფრო საზიანოც კი შეიძლება აღმოჩენილიყო, ვიდრე მათი მხოლოდ ქუჩის ამარა დარჩენა. ასეც მოხდა! შოუები, უკვე პარლამენტში გაგრძელდა, რომლის პარალიზება გაცილებით საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, ვიდრე ერთ რომელიმე ცენტრალური პროსპექტის ქრონიკული ჩაკეტვა. ადგილობრივი არჩევნები ჩაივლის ყოველგვარი დათქმის გარეშე. აღარ არსებობს 43-პროცენტიანი ბარიერი ახალი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად. ქვეყანაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2024 წელს, რაც კარგია პოლიტიკური მდგრადობისათვის და ეკონომიკის პროგნოზირებადობისთვის. ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტით გაჩენილი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა თავისი უინტელექტობისა და უაღრესად საშიში დესტრუქციის გამოყენებით”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები