შალვა ნათელაშვილი: პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ, ვინც კიდევ ოპოზიციად თვლის თავს, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ბოროტების სასახლე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ,,ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
“შექმნილი ვითარებიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი:
1. უნდა დავიწყოთ დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა:
2. პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ, ვინც კიდევ ოპოზიციად თვლის თავს, დაუყონებლივ უნდა დატოვოს ეს ბოროტების სასახლე:
3. ჩვენმა მოკავშირე ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დააყადაღოს ბიძინა ივანიშვილის ყველა მილიარდი უკანასკნელ ცენტანდე. დამერწმუნეთ, ეს სამი ფაქტორი ძალიან მალე დააყენებს გაზაფხულს და შეიძლება გაქცეული ოლიგარქის გუნდს თვალიც ვერ მოვკრათ ისეთი სიჩქარე აკრიფონ“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები