კახა კალაძე: როდესაც პარტიები, პოლიტიკური პირები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, როდესაც პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება.

“გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი ახსნა-განმარტება იყო ბრიფინგზე გაკეთებული. შეთანხმება, რომელიც შედგა აპრილში, ამ შეთანხმების მიზანი იყო პოლარიზების დასრულება. ამ შეთანხმების მიზანი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. როდესაც შეთანხმება ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც პარტიები, პოლიტიკური პირები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები