მამუკა მდინარაძე: ეჭვი უსაფუძვლოა, ჩვენ გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ

გაძლევთ გარანტიას, რომ არჩევნების მეორე დღესვე თქვენი ეს კითხვა ძალიან არააქტუალური იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვაზე, 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის მოპოვებას ვერ შეძლებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ეჭვი უსაფუძვლოა და ამას არჩევნების შედეგები აჩვენებს.
„მე გაძლევთ გარანტიას, რომ არჩევნების მეორე დღესვე თქვენი ეს კითხვა ძალიან არააქტუალური იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გაცილებით მეტს ავიღებთ. გაყალბებული არჩევნები თქვენი, ზოგიერთის ნარატივი იყო, რწმენამდე ატანილი. თუმცა, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ამას წერტილი დაესვა. ამიტომ, ეს ეჭვი უსაფუძვლოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები