პირველი ოქროს მედალი – ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.