ეკატერინე ტიკარაძე: ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ გააკეთონ მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა
“ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში უბრალოდ არსებობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ ეპიდსიტუაციის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს, ჩართულია.
“ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში უბრალოდ არსებობს. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს ჩვენ ეფექტურად გამოვიყენეთ სასტუმროები და დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთონ მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა. ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ჩართულია”, – განაცხადა მინისტრმა.