კელი დეგნანი: ვაქცინაცია საუკეთესო გზაა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად, გთხოვთ, აიცერით

“მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, ამდენი ქართველი მოდის ვაქცინაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოში გამოვლინდა დელტა ვარიანტი და ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

ელჩმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„შესანიშნავია, რომ მოვედი აქ, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ვნახე ამდენი ქართველი, რომელიც აცრას იკეთებს. აშშ მოხარულია, რომ შეძლო კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ხუთასი ათასი დოზის გადმოცემა და ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, ამდენი ქართველი მოდის რეგისტრაციასა და ვაქცინაციაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ აქ, საქართველოში გამოვლინდა დელტა ვარიანტი და ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ვაქცინაცია საუკეთესო გზაა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხალხს – გთხოვთ, აიცერით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება. აშშ ეხმარება საქართველოს პანდემიის დაწყებიდან და ჩვენ გვსურს, დაგეხმარით ამ ფაზაშიც, ვაქცინაციის ფაზაში. ეს არის ის, რაც ნამდვილად დაამარცხებს პანდემიას. ეს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაა. აიცერით!“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები