ძლიერმა წვიმამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა. წყალდიდობის შედეგად, ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისის ქუჩაზე, ადგილობრივების ეზოები და სავარგულები დაიტბორა. მოსახლეობა წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად საწრეტი არხის არარსებობას ასახელებს.

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიგა მელიას ინფორმაციით, შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია და ზარალს ითვლიან.

მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 6 კილომეტრის მანძილზე, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაო და არხის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დაიწყება.

უხვი ნალექის გამო, პრობლემები იყო ხობის მუნიციპალიტეტშიც. ​ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, დროებით დაკეტილი იყო ცენტრალური გზა. ამჟამად, ხობში პრობლემები აღმოფხვრილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები