ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი დაიტბორა – პრესსამსახურის განმარტება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. როგორც კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, ტექნიკური ჯგუფი ადგილზე იმყოფება და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს. მათივე ინფორმაციით, დატბორვას კლინიკის მუშაობაში ხელი არ შეუშლია.

„უხვი ნალექის გამო, მოხდა ქალაქის სანიაღვრე არხების გადატვირთვა, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური საავადმყოფოს 0 სართულზე (ტექნიკურ სივრცეში) სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობას”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები