ალუდა ღუდუშაური რიკ დაემსის ვიზიტზე: მაღალი დონის ვიზიტები არის იმის მკაფიო ხაზგასმა, რომ საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია

გზავნილები, რომლებიც გაკეთდება, იქნება, როგორც ოკუპანტი ქვეყნისთვის გაგზავნილი მესიჯი, რომ საქართველო რეგიონში არ არის მარტო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დაემსის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტები არის იმის მკაფიო ხაზგასმა, რომ საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის ვიზიტები. გზავნილები, რომლებიც გაკეთდება და გაისმება ჩვენი ქვეყნიდან, იქნება, როგორც ოკუპანტი ქვეყნისთვის გაგზავნილი მესიჯი, რომ საქართველო რეგიონში არ არის მარტო და, ამავდროულად, აღნიშნული მაღალი დონის ვიზიტები, რომელსაც, პრაქტიკულად, სისტემატური ხასიათი აქვს, არის იმის მკაფიო ხაზგასმა, რომ საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერი, დემოკრატიული ქვეყანაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დაემსი საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს გამართავს. ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები