ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. მათუ ცნობით, დაიტბორა ეზოები და ქუჩები.
“ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა. დილიდან მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამოიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ვარაზ გაბედავა, მახარე ჩოკორაია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები