“ქურდულ სამყაროში” ცნობილ დათო “კრასნოდარსკის”, იგივე დათო ჯანგიძეს მკაცრი რეჟიმის ციხეში 7 წლით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
37 წლის დათო ჯანგიძე, რომელიც “ქურდულ სამყაროში” “იერარქიის მიხედვით” ერთ-ერთ მაღალ საფეხურზე იმყოფება, პირველი კანონიერი ქურდია, რომელიც კრასნოდარის მხარეში სასჯელს მოიხდის.
ინფორმაციას კრასნოდარის სამხარეო სასამართლო ავრცელებს.
“ჯანგიძის კრიმინალურ იერარქიაში მაღალი თანამდებობის მოპოვების გარემოებების შესახებ ჩვენებები მისცეს მოწმეებმა, რომლებიც არიან სამართალდამცავი ორგანოებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები”, – აღნიშნულია სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.
7-წლიანი თავისუფლების აღკვეთის გარდა, დათო ჯანგიძეს სასამართლომ ერთი მილიონი რუბლის, ჯარიმის სახით გადახდა დააკისრა.