ნიკარაგუაში პრეზიდენტობის 7 კანდიდატი დააკავეს
ნიკარაგუაში, ძალოვანმა სტრუქტურებმა ოპოზიციის პოლიტიკოსი, ნოელ ხოსე ვიდაურა დააკავა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. ის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით პოლიციამ ნოელ ხოსე ვიდაურას და პოლიტოლოგ ჰაიმე ხოსე არელიანოს მიმართ გამოძიება იმ „მოქმედებების საფუძველზე დაიწყო, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებდა ნიკარაგუას დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ასევე ხელს უწყობდა უცხოურ ჩარევას ქვეყნის საშინაო საქმეებში, ყურადღებას ამახვილებდა სამხედრო ინტერვენციებზე, დაფინანსების მიღებაზე უცხოური ქვეყნებისგან ტერორისტული აქტების ჩასატარებლად და ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ამჟამად ორი საკუთარ სახლში, შინა პატიმრობაში იმყოფება“.
როგორ საინფორმაციო სააგენტო “ეფე“ იტყობინება ვიდაურას ჩათვლით ნიკარაგუაში პრეზიდენტობის 7 კანდიდატი დააკავეს, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის კრისტიან ჩამოროს, ქალიშვილი, რომელიც გამოკითხვების შედეგების თანახმად წინასაარჩევნო რბოლაში ფავორიტად ითვლებოდა.