ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, გონიოში საზაფხულო ბიზნესსკოლა გაიხსნა
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, გონიოში საზაფხულო ბიზნესსკოლა გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდები ოთხი დღის განმავლობაში პრაქტიკოსი ტრენერებისგან დეტალურად შეისწავლიან ბიზნესის კეთებას. როგორ შეიძლება, აქციო იდეა რეალობად, ბიზნესი დაიწყო ნულიდან, დასაქმდე, განავითარო ბიზნესი, შექმნა სამუშაო ადგილები.
ბიზნესსკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამეწარემო აზროვნებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე.
ამ უნარჩევევბის გამომუშავებაში ახალგაზრდებს ოთხი დღის განმავლობაში ტრენინგ-სეიმანრებს ჩაუტარებენ გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები – გიორგი ისაკაძე, ანდრო დგებუაძე, თამარ თანდაშვილი და სოფიო ფუტკარაძე.
“მულტიფუნქციურმა ცენტრმა ბიზნესსკოლის მონაწილეები ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეარჩია, სულ 46 მოტივირებული ახალგაზრდა. მათ ასაკი 16 დან 17 წლამდეა.
სექტემბერში ბიზნესსკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, თავად გახდნენ სტარტაპერები, მიღებული ცოდნა კი ახალგაზრდებმა საკუთარი ბიზნესის დაგეგმვაში გამოიყენონ.
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიზანია რეგიონში განათლების ხელშეწყობა და ტურისტული პოტენციალის განვითარება. ორგანიზაციის მთავარი დონორი და მხარდამჭერი კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.