ლევან იოსელიანი: თუ ვინმეს ამ ქალაქში შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეს თბილისის მერობის ძლიერ კანდიდატობაზე, ეს არის ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დავუჭერთ, შესაბამისად, ვიცი, რომ სხვა პარტიების განწყობაც არის ანალოგიური და მათი კანდიდატი ვერ იქნება სრულად ოპოზიციური კანდიდატი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ამ ქალაქში შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეს თბილისის მერობის ძლიერ კანდიდატობაზე, ეს არის ალეკო ელისაშვილი.

„რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დავუჭერთ, შესაბამისად, ვიცი, რომ სხვა პარტიების განწყობაც არის ანალოგიური და მათი კანდიდატი ვერ იქნება სრულად ოპოზიციური კანდიდატი. ის იქნება ერთი, ორი, ან სამი პარტიის კანდიდატი. შესაძლებლობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პოლიტიკურ პარტებთან ესაუბრა საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე, ვფიქრობ, რომ დიდი ხნის წინ ხელიდან გაუშვეს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს. თუ ვიღაცას და საერთოდ ვინმეს ამ ქალაქში შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეს თბილისის მერობის ძლიერ კანდიდატობაზე, ეს არის ალეკო ელისაშვილი და მან ეს უკვე დაამტკიცა. თუმცა, ის იქნება თუ არა ამჯერად კანდიდატი, თვითონ ორშაბათს გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები