შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის – მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, თბილისში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კინტროლის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 20მ3 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები