ეკვადორის ციხეებში ბუნტის შედეგად 18 პატიმარი გარდაიცვალა, დაშავდნენ პოლიციელებიც
18 გარდაცვლილი პატიმარი და რამდენიმე დაშავებული პოლიციელი – ეკვადორის ორი უმსხვილესი ციხიდან დამნაშავეებმა გაქცევა სცადეს.
თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ ინტეგრალური ყურადღების ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, არეულობა გუაიაკილისა და ლატაკუნგის პენიტენციურ დაწესებულებებში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში, სამ ციხეში მომხდარი არეულობის შედეგად 79 პატიმარი გარდაიცვალა – მათ შორის გუაიასისა და კოტოპაქსის ცენტრებში.
აღსანიშნავია, რომ ეკვადორის ციხეები საკმაოდ დატვირთულია, ამ დროისთვის ჯამში პენიტენციურ დაწესებულებებში 38 000 პატიმარია.