გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები