ნიკა მელიას ადვოკატი: არცერთ მოწმეს ნიკა მელიასთან შეხება არ ჰქონია

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, 20 ივნისის საქმეზე სამი სამართალდამცველი გამოიკითხა.

“მოწმე არის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები. დღევანდელ პროცესზე სამი მათგანი გამოიკითხა, რომლებმაც საერთოდ ნიკა მელიასთან მიმართებით ვერაფერი ვერ თქვეს. არცერთ მათგანს არავითარი შემხებლობა ნიკა მელიასთან არ ჰქონია. არც მისი ხმა და არც მისი მოწოდება გაუგიათ”, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები