მაშველები ტბაში “დამხრჩვალ” ქალს ეძებდნენ, ის კი სამაშველო ოპერაციას აკვირდებოდა – რა მოხდა კიევში
კიევში, პარტიზანული დიდების სკვერთან სამაშველო ოპერაციისას კურიოზი მოხდა.
მდინარის ნაპირთან ქალის ნივთები და დოკუმენტაცია იპოვეს, რის გამოც დაკარგულის ძებნა დაიწყეს. სამძებრო ღონისძიებაში მაშველებიც ჩაერთვნენ. ცოტა ხანში კი დაკარგული ქალი თავად გამოჩნდა.
კიევის მუნიციპალიტეტის დაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალის ნივთები დილის 6 საათისთვის იპოვეს, 2 საათში კი ადგილზე უკვე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.
სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, რომ ქალი უკვე დამხრჩვალი იყო.
დაახლოებით 10:00 საათისთვის მაშველებთან სიტუაციის გასარკვევდ ქალი მივიდა.
“აქ რა ხდება? ვის ეძებთ?”- იკითხა მან.
აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ ის “დაღუპული” ქალი იყო, ვისაც 4 საათის განმავლობაში მდინარეში ეძებდნენ.