რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, თურქეთში წყალდიდობების შემთხვევებმა იმატა.
შედეგად, რიზესა და ართვინის რაიონებში სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
სტიქიის შედეგად, ქალაქ არდაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. გზების ნაწილზე შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობაც.
რიზეს რაიონში მაშველებმა ცხრა ადამიანი გადაარჩინეს და ორი სოფლის ევაკუაცია განახორციელეს.
ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ორ ადამიანს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ ასევე დააზარალა ქალაქ ვიწეს რაიონიც. წყალდიდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, თურქეთში ძლიერი წვიმები 23 ივლისამდე გაგრძელდება.