ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ კაცები რომ ამ ქალებს წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია?!

„ნაციონალური მოძრაობის“ კაცები რომ ამ ქალებს წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია?!”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის რეპლიკას ბიუროს სხდომაზე.

მანამდე, დეკანოიძესა და უმრავლესობის წევრს, შალვა პაპუაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

„„ნაციონალური მოძრაობის“ კაცები რომ ამ ქალებს წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია?! მამაკაცების ბრბო არის და ქალებს გიშვებენ წინ. ყელში ამომივიდა“, – მიმართა ქადაგიშვილმა დეკანოიძეს და ბიუროს სხდომა დატოვა.

შეგახსენებთ, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის, ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები