ხატია დეკანოიძე: არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს
“არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სასამართლოსთან მიმართებით მიშელის დოკუმენტს არღვევს.
„ამნისტიის“ შესახებ კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიტანა და ის დათქმა, რომელიც მასშია ჩადებულია, ჩვენთვის მიუღებელი იყო. ეს არის არგუმენტაცია, რატომაც ჩვენ არ შევუერთდით შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას. გარდა ამისა, შეთანხმებას ალბათ, არღვევს „ქართული ოცნება“ სასამართლოსთან მიმართებით. მე არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობის საგანი შეიძლება, გახდეს, მაგალითად. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია უცვლელია“, – განაცხადა დეკანოიძემ.