2032 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების ადგილი ცნობილია
2032 წელს ზაფხულის თამაშები ავსტრალიის ქალაქი ბრისბენში გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მიიღეს.
ბრისბენის კონკურენტები იყვნენ: ჩენდუ და ჩუნცინი (ჩინეთი), დოჰა (ყატარი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), რაინ-რური (გერმანია), სეული და პჰენიანი (კორეა).
ავსტრალიაში ოლიმპიური თამაშები მესამედ გაიმართება. მანამდე, ოლიმპიადას უმასპინძლეს მელბურნმა (1956) და სიდნეიმ (2000).